ზოგადი დებულებები
1.1 შპს „კავკასუს ონლაინი“ (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კომპანია, საიდენტიფიკაციო ნომრით 211380833, შემდგომში „კავკასუს ონლაინი“) ადმინისტრირებას უწევს .GE ქვეყნის კოდის ზედადონის დომენს, აწარმოებს დომენური სახელების რეესტრს, ორგანიზებას უწევს დომენური სახელების რეგისტრაციას სადამფუძნებლო დოკუმენტების, წინამდებარე .GE დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესების(შემდგომში „დომენის რეგულაცია“ ან „რეგულაცია“), საქართველოს კანონმდებლობის, ICANN-სა და კავკასუს ონლაინს შორის გაფორმებული შეთანხმების და იმ სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც საზოგადოდ აღიარებულიამოცემულ სფეროში. ორაზროვნებისა და გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, წინამდებარე დომენის რეგულაციის საფუძველზე და მიხედვით, კავკასუს ონლაინი იტოვებს და განახორციელებს მხოლოდ ადმინისტრატორისუფლებამოსილებას, გარდა 5.3 პუნქტში მითითებული შემთხვევისა, ხოლო რეგისტრატორის უფლებამოსილებას განახორციელებენ მესამე პირები ადმინისტრატორთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. კავკასუს ონლაინსეკრძალება რეგისტრატორის ფუნქციების განხორციელება პირდაპირ ან შვილობილი კომპანიების მეშვეობით მანამ, სანამ იგი არის .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის ადმინისტრატორი.
1.2 წინამდებარე დომენის რეგულაცია სრულად ანაცვლებს და აუქმებს 2015 წლის 1 ივნისს მიღებულ „GE დომენის რეგისტრაციის წესების და პირობები“-ს შესახებ დოკუმენტს.
1.3 წინამდებარე დომენის რეგულაცია ვრცელდება ყველა .GE-თი დაბოლოებულ დომენურ სახელზე, მათ შორის 1.2. პუნქტში მითითებული დოკუმენტის („GE დომენის რეგისტრაციის წესების და პირობები“-ს) საფუძველზერეგისტრირებულ დომენურ სახელებზე.
1.4 დომენის რეგულაცია აწესრიგებს ადმინისტრატორს და რეგისტრატორებს, რეგისტრატორებსა და რეგისტრანტებს და ასევე ადმინისტრატორსა და რეგისტრანტებს შორის სამართლებრივი ურთიერთობების, მათ შორის, უფლებებისგამოყენების და ვალდებულებების შესრულების ნაწილში, სავალდებულო, არსებით პირობებს.
1.5 ადმინისტრატორსა და რეგისტრატორს შორის, აგრეთვე, რეგისტრატორსა და რეგისტრანტებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში მხარეებს უფლება აქვთ განსაზღვრონ სხვა დამატებითი პირობები, რაცაკრძალული არ არის დომენის რეგულაციით. დომენური სახელებით არადისკრიმინაციული სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით წინამდებარე დომენის რეგულაციასა და რეგისტრატორის მიერ რეგისტრანტისთვის დაწესებულნებისმიერ პირობას შორის, ასევე, რეგისტრატორის ხელშეკრულების ნებისმიერ პირობას და დომენის რეგულაციას შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში წინამდებარე დომენის რეგულაციას ენიჭება უპირატესი იურიდიულიძალა.
1.6 რეგისტრატორების სია გამოქვეყნებულია ადმინისტრატორის შემდეგ ვებ-გვერდზე www.nic.ge.
1.7 დომენის რეგულაციის მიზანია უზრუნველყოს დომენური სახელების სისტემის ხარისხიანი, უსაფრთხო და მდგრადი ფუნქციონირება შემდეგი პრინციპების გათვალისწინებით:
1.7.1 თვითრეგულირება და დამოუკიდებლობა: .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის მართვასა და ადმინისტრირებას ადმინისტრატორი ახორციელებს ინტერნეტ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოორგანოებისაგან დამოუკიდებლად, აგრეთვე, დაინტერესებული პირების (stakeholders) რომელიმე ცალკეული ჯგუფის გავლენის გარეშე. წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისთვის დაინტერესებული პირები (stakeholders) განიმარტებადომენის რეგულაციის სფეროში არსებული საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.
1.7.2 სტანდარტები და მომავალზე ორიენტირებულობა: დომენური სახელის სისტემისა და რეგისტრაციის მომსახურების მაღალი ხარისხის, დაცულობის, სტაბილურობისა და მდგრადობის რეგისტრატორებისა დაადმინისტრატორის მიერ უზრუნველყოფის მიზნით ადმინისტრატორი მიიღებს შესაბამის ზომებს. ადმინისტრატორი არ შეაფერხებს და უზრუნველყოფს დომენური სახელის სისტემის მოქნილობას რათა ხელი არ შეეშალოს ბაზრისადა ტექნოლოგიურ განვითარების შედეგად სიახლეების დანერგვას ბაზრის ამ სეგმენტში.
1.7.3 კონკურენცია: ადმინისტრატორი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს შეუწყობს კონკურენციის განვითარებასა და რეგისტრანტთა არჩევანის მრავალფეროვნებას .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის ბაზარზე.
1.7.4 გამჭვირვალობა: .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის მართვისა და ადმინისტრირების პროცესში ადმინისტრატორი უზრუნველყოფს მის ხელთ არსებული სტატისტიკური ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობას.
1.7.5 დაინტერესებული პირების (stakeholders) ჩართულობა: .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის მართვისა და ადმინისტრირების პროცესში გადაწყვეტილებების მიღებისას, რომელიც აუარესებს რეგისტრატორების ან/დარეგისტრანტების მდგომარეობას ადმინისტრატორი უზრუნველყოფს ამ პროცესში საქართველოს ინტერნეტ საზოგადოებაში არსებულ დაინტერესებულ პირთა (stakeholders) თანაბარ და დაბალანსებულ ჩართულობას.
1.7.6 უფლებების დაცვა: .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის მართვისა და ადმინისტრირების პროცესში ადმინისტრატორი პრიორიტეტულად მიიჩნევს პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და სიტყვისა და გამოხატვისთავისუფლების უზრუნველყოფას.